საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკლესია ბიბლიაზე დაფუძნებული ღვთის სახლია და წმ. წიგნიდან გადმოცემული ყოველი სიტყვა დასაბამიდან დღემდე ეკლესიისთვის სარწმუნო განათლების წყაროა. სწორედ ბიბლიის შექმნიდან ნათლად ჩანს, რომ სამყაროს შემოქმედმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ყველაზე მეტად კი, რაც გვაახლოვებს უფლის ამ მსგავსებასთან, ეს არის ღვთისგანვე მოცემული თავისუფალი ნება ანუ თვითმფლობელობა _ ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი, რითაც უნდა შეიცნოს და არჩევანი გააკეთოს კეთილსა და ბოროტს შორის. ამ ნებაზეა აგებული ადამიანის ღირსება, სინდისი, სიყვარული და მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი.
რატომ ეწინააღმდეგება ეკლესია ელექტრონულ პირადობას?
მეუფე იობი(აქიაშვილი) ხელისუფლებისადმი მიმართვაში აღნიშნავს, რომ თუ ადამიანს ნებისმიერი ქმედება იძულების წესით აკეთებინე, მით უმეტეს თუ დაუმორჩილე ბოროტ მანქანებას და ასე რიგად დაუქმვემდებარე ყოვლადმიუღებელ კონტროლს, ეს უკვე ამქვეყნიური თუ საღმრთო, სახელმწიფოებრივი თუ მორალური კანონებით დანაშაულია!
ადამიანის კონტროლი შეძლება გლობალურ ბოროტებად იქცეს. არსებული ტექნოლოგიები უწყინარი წესით გვევლინება, თუმცა აშკარად ჩანს, რომ მავანთ ადამიანების ზომბირებულ იარაღად გადაქცევა განუზრახავთ, რამაც შესაძლოა კაცს არჩევითობის უნარიც კი დააკარგვინოს. წარმოიდგინეთ, კაცს საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის უფლება ერთმევა...
ასეთი მიზანმიმართული ქმედებებით ადამიანის თითოეული ნაბიჯი ყოველდღიურად კონტროლირებადი გახდება; შეიბღალება მისი უზენაესი ნება და იგი დაკარგავს მისთვის ყველაზე მთავარ ფუნქციას და საუნჯეს _ ღვთის ხატებას.
ათონის წმ. მთის კინოტის განცხადება

"მოქალაქეთა ელექტრონული ბარათი პიროვნების იდენტიფიცირებას ახდენს, რიცხვით სისტემაში რთავს და თავის ელექტრონულ ფლობაში აქცევს. უფრო მეტიც, ამის შემდეგ ყველა ID_ის მფლობელი ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს ადამიანის ქმედებას და დაამუშავებს ინფორმციებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ(ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობები..), რაც თავისი არსით, ფაქტობრივად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას _ პიროვნულ თავისუფლებას. რადგანაც, ამ სისტემაში შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ის ქრისტიანებისათვის რეალურ საშისროებას წარმოადგენს, მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას არღვევს; გარდა ამისა, ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გარკვეული სახელმწიფო ხელმძღვანელობის ისე კერძო პირების ხელში. მათ კი საშუალება ეძლევათ, შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან; გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი ანტიქრისტიანული სიმბოლოები."
No comments:
Post a Comment