რიცხვი 666

 ალბათ ბევრს აინტერესებს, მაგრამ ზუსტად არავინ იცის თუ საიდან მოდის რიცხვი 666_ის, როგორც ანტიქრისტეს ნიშანის არსებობა და როგორ შეიძლება მისი დაკავშირება ID ბარათთან.
  როგორც ვიცით, იოანეს გამოცხადებაში (13; 16-18) წერია: "და ყვნეს ყოველნივე მცირენი და დიდნი და მდიდარნი და გლახაკნი და აზნაურნი და მონანი, _ რაოთა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. და  რაითა არავის ხელ-ეწიფებოდეს სყიდად ანუ გასაყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვ სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონება, აღიარრნ რიცხვ იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვ კაცისაი არს რიცხვ ექუსას სამეოც და ექუს." ეს იმას ნიშნავს, რომ საუკუნეების წინ ქრისტიანები წინასწარმეტყველებდნენ ანტი ქრისტეს, ანუ სიკეთის საპირისპირო ძალის გამეფებას მსოფლიოში. ელექტრონული ბარათების შექმნა კი მათ არწმუნებთ რომ ეს არის დასაწყისი წმ. მამების წინასწარმეტყველების, რომელიც აუცილებლად მოხდება.
  რაც შეეხება რიცხვ 666_ს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მრავლად გვხვდება სხვადახვა ორგანიზაციაში, საბაზრო ნაწარმსა თუ ტექნიკაზე, მისი გლობალური რეკლამა ეჭვის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს... მამაოების თქმით, გულუბრყვილონი ვერ ვიქნებით და თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ ამ რიცვს ადამიანთა და განსაკუთრებით ქრისტიანთა  ცხოვრებაში დამკვიდრებეის მცდელობა თითქოსდა შემთხვევით ხდებოდეს. ამ რიცხვის მიღება კი უმარტივესად მოხდება, როცა ამას ID ბარათზე ჩვენი თანხმობის გარეშე ჩაგვიტვირთავენ.


ამ საკითხისადმი სერიოზულ მიდგომას ამჟღავნებს სამების წმ. სინოდი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დღეს ხმარებაში სემოსული ეს საკრალური რიცხვი აპოკალიფსური მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლოა.
  საეკლესიო პირები განმარტავენ, რომ ქრისტიანები არ უარყოფენ ტექნიკასა და პროგრესს, როცა მას ადამიანი სასიკეთოდ იყენებს(ტელევიზია, კომპიუტერი, ვიდეო აპარატურა..), მაგრამ თუ ადამიანი კი არ იყენებს ტექნიკას, არამედ მისი მსხვერპლი ხდება და ეს ტექნიკა ბოროტებას ემსახურება, მაშინ ადამიანის ნების და თავისუფლების ხელყოფის ხარჯზე მოპოვებული ეკონომიკური თუ ადმინისტრაციული წინსვლა არ ღირს იმად, რომ ღვთისგან შექმნილი თავისუფალი კაცი, მონად გადაიქცეს.

No comments:

Post a Comment