ჩემი აზრით, ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ყველა ქრისტიანული სახელმწიფოს პრობლემაა, რთულია არჩევანის გაკეთება და გადაჭრით იმის თქმა, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომელსაც სურს რომ თანამედროვე მსოფლიოს ფეხი აუწყოს... თუმცა, ჩატარებული გამოკითხვიდან, ერთი რამ ცხადი გახდა _ შეიძლება ჩვენ შორის ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ წმინდა მამების წერილებისა და მორწმუნეების აზრის, ელექტრონულ პასპორტთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი შესაძლოა მხოლოდ იმიტომ არ დაეთანხმონ ID ბარათების სავალდებულოდ გამოყენებას, რომ ის მისი, როგორც ქვეყნის მოქალაქის პირად თავისუფლებას ზღუდავს.
ჩემ მიერ ჩატარებული გამოკითხვაც სწორედ ამაზე მეტყველებს. გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას განურჩევლად რელიგიური შეხედულებისა, მიაჩნია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენება ადამიანის სურვილით უნდა მოხდეს... მით უმეტეს, როცა სტატისტიკამ გვიჩვენამ რომ გამოკითხულთა დაახლოებით 1/2, ყოველდღიური ცხოვების გამარტივების გამო, მას მაინც აუცილებლად გამოიყენებს.
საბოოლოოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ როგორ პოლიტიკასაც არ უნდა ატარებდეს სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი...ყველაზე კარგი გამოსავალი კი, ალტერნატიული საშუალების შემოღება იქნებოდა...
No comments:
Post a Comment