რა დადებითი თვისებები აქვს?
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, მოქალაქეს შეუძლია კომპიუტერის მეშვეობით მოაწეროს სხვადასხვა დოკუმენტს ხელი, გაგზავნოს ელექტრონული ფოსტა, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, მართოს საკუთარი ანგარიში.. გარდა ამისა, მასზე შეიძლება ჩაიტვირთოს საპენსიო წიგნაკი, დევნილის მოწმობა და მსგავსი ტიპის ყველა პლასტიკური ბარათი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ID ბარათმა საქართველოში სტუდენტური ბარათის ფუნქციაც შეითვისა და სტუდენტური ფასდაკლებებით უკვე 24 ათასზე მეტი ახლაგაზრდა სარგებლობს.
2011 წლის 10 დეკემბრიდან კი საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე, ამ მოწმობის მეშვეობით გადაკვეთონ სარფის საბაჟო-გამშვები საზღვარი და გადავიდნენ თურქეთის ტერიტორიაზე.
რაც ყველაზე მთავარია, მისი გაყალბება უნიკალური კოდის გამო შეუძლებელია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ის ამარტივებს ოფიციალური სახის ურთიერთობებს.
No comments:
Post a Comment