თემის არსი

   უფალმა ადამიანი გააჩინა ხატად და მსგავსად თავისა, თითოეული ქრისტიანი კი მოვალეა მიბაძოს მას.
  თანამედროვე გამოწვევებისა და "ცდუნებების ეპოქაში", დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე ადვილია იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, მით უმეტეს თუ ამას ვიღაც შეიძლება უშლიდეს ხელს.
  ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად გაჩნდა პრობლემები, რომელიც ბჭობის საგანია ქვეყნების საერო და სასულიერო წარმომადგენლებს შორის. ამის ერთ-ერთი მაგალითია მოქალაქეთა პასპორტების ჩანაცვლება ელექტრონული ბარათებით.
  ერთი შეხედვით შეიძლება გაუგებარი იყოს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა და რა აქვთ შესათანხმებელი ქვეყნის საერო და სასულიერო პირებს. ბევრისთვის პასუხი არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ის აუცილებლად მოიძებნება.
  როგორც ვიცით, ID ბარათების გამოყენება საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ აუცილებლად უნდა ისარგებლოს ამით. სწორედ ელექტრონული პასპორტის სავალდებულო გამოყენებამ გამოიწვია აზრთასხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

No comments:

Post a Comment